განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით!

6 ივნისი 2017

ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სარევიზიო კომისიის 2017 წლის 5 ივნისის   დადგენილების საფუძველზე აცხადებს კონკურსს ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2016  წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე.

 

აუდიტმა უნდა მოიცვას შემდეგი ასპექტები:

 

  1. ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;

 

  1. ასოციაციის პოტენციური  საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ადექვატურობის ანალიზი და შეფასება;

  2. ასოციაციის საქმიანობის ამსახველი  სხვადასხვა  ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

  3. ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება;

  4. ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;

  5. ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;

  6. ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;

  7. ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა.

 

 

დაინტრესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირობების შესახებ განაცხადი (მათ შორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მითითებით, კომპანიის გამოცდილების მოკლე მიმოხილვით) და წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ასოციაციის ოფისში დალუქული კონვერტით ან ელექტრონული ვერსია ერთი  დოკუმენტის სახით  PDF ფორმატში, დადასტურებული ხელმოწერით და ბეჭდით.

 

განაცხადებების მიღება იწარმოებს მ/წ 6 ივნისიდან  25  ივნისის  ჩათვლით , 18:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ 36.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 22 46 54 ; 595 309 749; ელ-ფოსტა : info@gba.ge

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი